კანადელმა მწერალმა ევთანაზიის უფლება გამოიყენა

კანადაში 81 წლის მწერალი უილიამ პატრიკ კინსელა ნებაყოფლობით გამოესალმა სიცოცხლეს. მან ევთანაზიის უფლება გამოიყენა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
კინსელა 30-მდე ნაწარმოების ავტორია. მწერლის ყველაზე ცნობილი წიგნი 1989 წელს გამოვიდა და მისი მიხედვით ფილმი „საოცრებათა ველი“ გადაიღეს. წიგნის მთავარ გმირს, ამერიკელ ფერმერს, ჩაესმის ხმები, რომლებიც თავის ველზე ბეისბოლის სტადიონის აშენებას სთხოვენ. შემდეგ ამ სტადიონზე ცნობილი მოთამაშეების მოჩვენებები იწყებენ თამაშს.
მწერლის იურისტები აცხადებენ, რომ მწერალმა ევთანაზიის უფლება გამოიყენა, რომლის ლეგალიზებაც კანადის პარლამენტმა მიმდინარე წლის ივნისში მოახდინა.
კანადის კანონის მიხედვით, ევთანაზიის უფლების გამოყენება მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც ფსიქიურად ჯანმრთელები არიან, უკვე შეუსრულდათ 18 წელი და განუკურნებელი სენით იტანჯებიან ან ისეთი ტრავმა აქვთ მიღებული, რომლესაც აუცილებლად სიკვდილი მოჰყვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები