თურქეთის პოლიციამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული 24 პირი დააკავა

თურქეთის პოლიციის ანტიტერორისტულმა ქვედანაყოფმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული 24 პირი დააკავა.
ყველა მათგანი უცხოეთის მოქალაქეა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტები სტამბოლის და ანკარის რამდენიმე რაიონში თავდასხმებს გეგმავდნენ.
დაკავებულთა ჩხრეკის დროს მათ საბუთები და ელექტრონული მასალები აღმოაჩნდათ, რომლითაც პოლიციამ ტერორისტების გეგმებზე ინფორმაცია მიიღო.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც დიდი ბრიტანეთის და გერმანიის საელჩოებთან ტერაქტებს გეგმავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები