„ამ ტყუილზე ან ბოდიშს მოიხდის, ან სასამართლოში ვუჩივლებ“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი თინა ხიდაშელი ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებლის კომენტარს, რომ თითქოს თინა ხიდაშელმა “მთელი ტბები დაისაკუთრა და საკალმახეებს აკეთებს“, აბსურდულს უწოდებს. ხიდაშელი ამ პირისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მას სასამართლოში უჩივლებს. “ეხლა წავიკითხე – Temo Sefiashvil: „აუ ხიდაშელი რომ ვინმეზე რამეს ლაპარაკობს საგარეჯოს იპერატორს გეძახიან, შენ არ ხარ სახლში გასაშვები?… მთელი ტბები რომ დაისაკუთრე და საკალმახებს აკეთებ… დედაკაცი ხარ და ძალიან ბრიყვი ქალი ხარრრ…. რესპუბლიკელებისგან არ მივიღებ არავის კრიტიკას, იმიტომ რომ ზნობრივი უფლება არ გაქვთ ,,ვინმეზე რამის თქმისსს… ნაციონალები თვენთან შედარებით ბაღის მოსწავლები არიანნნ… ამას მოყვება ეს – Nanuli Abashidze: martalia, – ხოდა, ჩემი ფრენდებიდან ამ ორ ადამიანს ვინმე თუ იცნობს, გააგებინეთ, რომ სასწრაფოდ მჭირდება ტბების და საკალმახეების მისამართები, როდის დავისაკუთრე, სად?! ამ სიბრიყვეზე და ტყუილზე ან ბოდიშს მოიხდის ეს ადამიანი, ან სასამართლოში ვუჩივლებ. მე დავწერე რამდენიმე ხნის წინ, რომ ერთი უსაფუძვლო ბრალდება, რამის დაბრალება და არ მაინტერესებს ვისგან მოდის სასამართლოში მივდივარ-თქო, ისე, რომ პირობას შევასრულებ აუცილებლად, თუ ეს ადამიანი თავისით არ მოიხდის ბოდიშს, და არ დაადასტურებს, რომ ტყუილებს წერს“,- აღნიშნავს თინა ხიდაშელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.