გარიყულაში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „ფესტინოვას“ მეორე ნაწილი გაიხსნება

17 სექტემბერს, 17:30 საათზე, სოფელ გარიყულაში, ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „ფესტინოვას“ მეორე ნაწილი გაიხსნება.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების სამმართველოს უფროსი – ანა რიაბოშენკო დაესწრება.
თანამედროვე ხელოვნების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც წელს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის, Check In Georgia-ს ფარგლებში იმართება, 8 ოქტომბრამდე ქართველი და უცხოელი ხელოვანების მიერ შექმნილ ნამუშევრებს წარადგენს.
ფესტივალი წელს უკვე მერვედ ტარდება. ქართველი არტისტების გარდა, ფორუმში მსოფლიოს ცხრა ქვეყნის  ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის თემა – „მომავალი მეხსიერება“ 11 ნამუშევარს აერთიანებს. წლევანდელ ფესტივალზე, 2014 წელს დაწყებული პავილიონების პროგრამის ფარგლებში, პირველი გერმანული კონცეპტუალური პავილიონიც გაიხსნება.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. სპონსორები არიან: „თი-ბი-სი ბანკი“, „კაპაროლ ჯორჯია“ , Foundation for Contemporary Arts Emergency Grants, „არტარეა TV“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები