საფრანგეთმა ეგვიპტეს მეორე „მისტრალი“ გადასცა

საფრანგეთის ქალაქ სენ-ნაზარში დღეს ეგვიპტის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი ოსამა რაბია და სამხედროების დელეგაცია ჩავიდა. იქ ეგვიპტის შეიარაღებული ძალებისთვის მეორე ვერტმფრენმზიდის, „მისტრალის“ გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ცერემონიაში საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა, ბერნარ როჟელმაც მიიღო მონაწილეობა.
„მისტრალის“ ტიპის პირველი ვერტმფრენმზიდი ეგვიპტის ალექსანდრიის პორტში 23 ივნისს ჩავიდა. ეს ხომალდები რუსეთის შეკვეთით შენდებოდა, მაგრამ უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო, საფრანგეთმა რუსეთის ფედერაციისთვის მათ გადაცემაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები