მოსკოვმა WADA-ს კიბერშეტევების გამოძიება შესთავაზა

“მოსკოვი მზად არის, დაეხმაროს მსოფლიოს ანტიდოპინგურ სააგენტოს კიბერშეტევის გამოძიებაში”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. ამის შესახებ  „ლენტა.რუ “იუწყება.
კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებით,  მოსკოვი, რა თქმა უნდა, მზადაა ამისთვის,  თუ საუბარია „დახმარების თხოვნაზე“ და „თუ ასეთი მიმართვა შევა“.
„რუსეთი თანამიმდევრულად  იბრძოლებს კიბერშეტევის წინააღმდეგ, თანამიმდევრულად მოიწვევს ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, ამ სფეროში თანამშრომლობისთვის.  რუსეთის ეს პოზიცია  კარგად არის ცნობილი“, – განაცხადა პესკოვმა.
უფრო ადრე WADA-ს გენერალურმა დირექტორმა ოლივიე ნიგლმა განაცხადა, რომ კიბერშეტევების კვალი რუსეთში მიდის. მან მოსკოვს ჰაკერების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები