სარკინიგზო კატასტროფა პაკისტანში – 6 დაღუპული, 150-ზე მეტი კი დაშავებული

პაკისტანში სარკინიგზო კატასტროფა მოხდა. ერთმანეთს ორი მატარებელი შეაჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა ექვსი და დაშავდა 150-ზე მეტი ადამიანი.
„როიტერის“ ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ მულთანთან მოხდა. კარაჩიდან მიმავალი სამგზავრო მატარებელი სატვირთო მატარებელს შეეჯახა. ცოტა ხნით ადრე სატვირთო მატარებელი ლიანდაგზე მამაკაცს შეეჯახა. სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ოთხი სამგზავრო ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ავარიაზე პასუხისმგებლობა სამგზავრო მატარებლის მემანქანეს ეკისრება, რომელმაც შუქნიშნის წითელი ფერი ვერ შენიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები