გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დონბასში ჩავიდნენ

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ჟან-მარკ ეირო დონბასში ჩავიდნენ. თავდაპირველად ევროპელი დიპლომატები კრამატორსკში შექმნილ ვითარებას გაეცნენ და ეუთოს მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მოგვიანებით კი სლავიანსკში გაემგზავრნენ.
უკრაინული მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის დროს კრამატორსკში მიტინგი გაიმართა, რომლის მონაწილეები დონბასისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას აპროტესტებდნენ.
15 სექტემბრიდან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმება შევიდა ძალაში. თუ სამშვიდობო რეჟიმი ერთ კვირას შენარჩუნდება, დაიწყება ნორმანდიულ ფორმატში უმაღლესი დონის შეხვედრის მოსამზადებელი პროცესი. თუმცა პრორუსმა სეპარატისტებმა და უკრანის ხელისუფლებამ ერთმანეთი ზავის დარღვევაში უკვე დაადანაშაულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები