11 ოქტომბერს, ევროკავშირის საბჭოში უკრაინისთვის, საქართველოსა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე იმსჯელებენ

11 ოქტომბერს, ევროკავშირის საბჭოში უკრაინისთვის, საქართველოსა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე იმსჯელებენ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელენა ზერკალმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, უკრაინისთვის და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ტექნიკურ მხარეზე შეკითხვები არ არსებობს.
„ფაქტობრივად, უკრაინისთვის და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ტექნიკურ მხარეზე შეკითხვები არ არსებობს. დაბრკოლებას წარმოადგენს საკითხი, თუ როგორ გადაწყვეტენ ერთმანეთში პარლამენტი და ევროკავშირის საბჭო, ვინ იქნება მთავარი უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხში, რადგან ახლა ამ საკითხზე მათ შორის დიდი დავა მიმდინარეობს“, – განაცხადა ელენა ზერკალმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები