ჰაკერებმა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს დოკუმენტების მეორე ნაწილი გამოაქვეყნეს

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ მორიგი დოკუმენტების ნამდვილობა დაადასტურა, რომელიც Fancy Bears-ის ჰაკერულმა დაჯგუფებამ განათავსა ქსელში. ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
სააგენტომ სისტემაში არასანქცირებულ შეღწევაში ისევ  რუსი ჰაკერები დაადანაშაულა.
როგორც მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ  ინფორმაციაშია ნათქვამი, რუსმა ჰაკერებმა გამოაქვეყნეს 8 ქვეყნის 25 სპორტსმენის კონფიდენციალური მონაცემები, რომელიც ADAMS-ის სისტემიდან მოიპარეს. სისტემა ADAMS-ში ფოკუსირებულია სპორტსმენების დოპინგტესტების ყველა შედეგი.
დოკუმენტებში არის სპორტსმენების გვარები, რომელთა დოპინგსინჯებში რიოს ოლიმპიადაზე აღმოაჩინეს აკრძალული პრეპარატები. კერძოდ, სიაში ფიგურირებს რუსული ოლიმპიური ნაკრების ვერცხლის პრიზიორი, ბოქსიორი მიშა ალოიანი. ჰაკერების ცნობით, 21 აგვისტოს მის ორგანიზმში გამოვლინდა ტუამინოგეპტანი- პრეპარატი, რომელიც სტიმულატორად ითვლება.
ამის გარდა, ალოიანთან ერთად, მეორე სიაში მოხსენიებულია 10 ამერიკელი, 5 ბრიტანელი და 5 გერმანელი სპორტსმენი, ასევე დანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და რუმინეთის თითო წარმომადგენელი.
Fancy Bear -ის პირველ სიაში არის დოკუმენტები დადებითი დოპინგტესტებით, კონკრეტულად – ამერიკელი ტანმოვარჯიშის, სიმონ ბაილზის, კალათბურთელის, ელენე დელე დონის, ასევე ჩოგბურთელების – ვინუს და სერენი უილიამსების.
მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო აცხადებს, რომ ADAMS-ის სისტემის გატეხვა მცდელობაა, ნდობა დაუკარგონ  მსოფლიოს ანტიდოპინგურ სისტემას.
სააგენტოს ხელმძღვანელის, ოლივერ ნიგლის თქმით, იგი აღარ ეჭვობს, რომ სისტემაში ჰაკერების მორიგი შეღწევა  პასუხია რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მიღებაზე სააგენტოს დასკვნისა.
პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ  სისტემაში არასანქცირებულ შეღწევაში რუსული ხელისუფლების მონაწილეობაზე არც შეიძლება იყოს ლაპარაკი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები