ბანგლადეშის დედაქალაქის ქუჩები სისხლიანი წითელი წყლით დაიტბორა

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკის ქუჩები, ცხოველების მასშტაბური დაკვლის შემდეგ, ძლიერმა წვიმებმა წითლად შეღება, – ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. რქოსანი პირტყვი მუსულმანური დღესასწაულის, ყურბან-ბაირამის პატივსაცემად დაიკლა.
ქალაქის ხელისუფლებამ ნება დართო მაცხოვრებლებს, დაეკლათ ცხოველები მხოლოდ საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებში, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობამ თავსხმა წვიმის გამო ვერ შეძლო იმ ადგილებამდე მიღწევა.
მრავალმა მაცხოვრებელმა ცხოველები დაკლა: მიწისქვეშა ავტომობილების ფარეხებსა და ავტოსადგომებზე, ვიწრო ჩიხებში. ამიტომ მოკლული პირუტყვის სისხლი ქუჩებში მიედინებოდა.
ბოლო დღეებში დაკაში  100 ათასი რქოსანი პირუტყვი დაკლეს.
ქალაქის მაცხოვრებლებს არ აკვირვებთ სისხლიანი წყალი ქუჩებში, რადგან დაკაში წყალდიდობა ხშირად ხდება, ხოლო პირუტყვი მასობრივად ყოველ წელს იკვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები