მოსკოვში ჟურნალისტ ლობკოვზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ტელეარხ „დოჟდის“ ჟურნალისტზე, პაველ ლობკოვზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელიც ადრე ნასამართლევი 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი აღმოჩნდა. იგი  მანქანის ქურდობისთვის იძებნებოდა.  ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
პოლიციის მონაცემებით, თავდამსხმელს ჰყავდა თანამოაზრე, მისი ძებნა გრძელდება.
ჟურნალისტს  და მის მეგზურს 12 სექტემბერს, მოსკოვის ცენტრში, თავს დაესხა ორი ან სამი ადამიანი, წაართვეს გასაღებები, ფული და მობილური ტელეფონი.
ლობკოვი მომხდარს პროფესიულ მოღვაწეობას არ უკავშირებს. „ეს ჩვეულებრივი კრიმინალური თავდასხმა იყო“, – განუცხადა ლობკოვმა „დოჟდს“.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები