საერთაშორისო გამოფენა „შავი ზღვის ნაპირებიდან“ გაიხსნება

 16 სექტემბერს, 18:30 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში,  საერთაშორისო გამოფენა „შავი ზღვის ნაპირებიდან” გაიხსნება.
პროექტი ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა” მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებას, ხელს უწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების, როგორც ადგილობრივად და რეგიონალურად, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.
ამჯერად  თბილისის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს პროექტით გათვალისწინებულ რიგით მეორე საერთაშორისო გამოფენას, რომელიც აერთიანებს ხელოვანებს ექვსი ქვეყნიდან: საქართველო – ლია ბაგრატიონი; რუმინეთი – სებასტიან მოლდოვანი; თურქეთი – ნეზაკეტ ექისი; ბულგარეთი – მარიანა ვასილევა; რუსეთი – Iced Architects; უკრაინა – ნიკიტა კადანი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მედიაში შესრულებული ინსტალაციები, ვიდეოარტი და კერამიკული ნამუშევრები. გამოფენაში მონაწილე ყველა ხელოვანს აერთიანებს ერთი შთაგონების წყარო – შავი ზღვა.

გამოფენა ,,შავი ზღვის ნაპირებიდან” 2016 წლის 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია პროექტში მონაწილე ოთხი ავტორის პრეზენტაცია (Artists Talk):

მარიანა ვასილევა: 14 სექტემბერი, 17:00 საათი;
სებასტიან მოლდოვანი: 15 სექტემბერი, 17:00 საათი;
Iced Architects: 16 სექტემბერი, 17:00 საათი;
ნიკიტა კადანი: 17 სექტემბერი, 17:00 საათი.

პროექტი ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კოორდინაციით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები