ბარაკ ობამა კიდევ უფრო მეტი ლტოლვილის მიღებას გეგმავს

ბარაკ ობამას ადმინისტრაცია მომავალ საფინანსო წელს 110 ათასი ლტოლვილის მიღებას აპირებს, – ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. ეს პროცესი ოქტომბერში დაიწყება და 10 ათასით მეტი იქნება იმაზე, რაც ადრე იგეგმებოდა, ასევე მესამედით მეტი 2016 წელს მიღებულთა საერთო რიცხვზე (85 ათასი).
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სენატის იურიდიულ კომიტეტს უკვე წარუდგინა გეგმა.
„რესპუბლიკელების“ კომიტეტის თავმჯდომარის, ბობა გუდლატის თქმით,  ყოველწლიურად ლტოლვილების რაოდენობის ზრდით ბარაკ ობამა არ უფიქრდება, ეს როგორ იმოქმედებს აშშ-ის მცხოვრებლებზე.
ტრამპის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე, ჯეფ სეშნსი ასევე კრიტიკულად აფასებს ობამის გეგმა და მას ექსტრემალურსა და უგუნურს უწოდებს. მისი თქმით, შორეულ პერსპექტივაში ამერიკელ ნალოგგადამხდელებს მხრებზე ძლიერ ტვირთს ჰკიდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები