ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურა ტრამპის საქველმოქმედო ფონდით დაინტერესდა

ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურატურა იკვლევს აშშ-ის რეპუბლიკელების  საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას, – ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
უწყების ხელმძღვანელის, ერიკ შნაიდერმანის თქმით, პროკურატურა ამოწმებს ფონდის მუშაობას შტატის კანონმდებლობის მიხედვით.
შემოწმების მიზეზად მან დაასახელა ეჭვი, რომ ფონდი არაკომერციული სტრუქტურებისათვის დაუშვებელ საქმიანობას ახორციელებს, თუმცა არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა მოღვაწეობაზეა ლაპარაკი.
უფრო ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ააღელვა ინფორმაციამ 2013 წელს ტრამპის მიერ ფლორიდის შტატის პროკურორის საშუალებების გამოსყიდვამ. ეს ოპერაცია მილიარდერის საქველმოქმედო ფონდმა განახორციელა.
ტრამპის ფონდი კიდევ სხვა სკანდალებშიც არის გარეული. ამერიკული მასმედიის განცხადებით, მილიარდერს არ გაუსაჯაროებია საკუთარი ფონდის საშუალებები 2008 წლიდან, იგი  ფონდის შემოწირულობებს პირადი მიზნებისთვისაც იყენებდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები