კოლუმბიაში წელიწადნახევრის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა

6 ბალის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დააფიქსირა აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა კოლუმბიის მეორე უდიდესი ქალაქის – მედელინის ჩრდილო დასავლეთით. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამერიკელი სეისმოლოგების ინფორმაციით, ეპიცენტრი მედელინიდან 129 კილომეტრში მდებარეობდა. გასული წლის მარტში ანდების მთებში მდებარე ქვეყანაში 6,2 სიმძლავრის ბიძგებს  მსხვერპლი ასევე არ მოჰყოლია.
აპრილში 7,8 სიმძლავრის მიწისძვრამ ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ეკვადორში, აგვისტოში ასობით ადამიანი დაიღუპა 6, 2 მაგნიტუდის მიწისძვრის გამო, რომელმაც იტალიის ცენტრალური რაიონი დაანგრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები