რუსთავში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ,,ქართული ოცნების” სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

 რუსთავის #30 მაჟორიტარულ ოლქში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თეიმურაზ მენაფირემ, საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ბეგაძის სასარგებლოდ მოხსნა.
როგორც მენაფირემ საკუთარი საარჩევნო შტაბის წინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ის აღარ ეთანხმება ,,თავისუფალი დემოკრატების” მიერ არჩეულ პოლიტიკურ კურსს. მისი თქმით, ირაკლი ალასანია ამ კურსით ,,ნაციონალურ მოძრაობას” აძლიერებს.
თეიმურაზ მენაფირე ,,თავისუფალი დემოკრატების” რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეც იყო. მასთან ერთად დღეს პარტია სხვა წევრებმაც დატოვეს. როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, მენაფირესთან ერთად, პარტიის რუსთავის ორგანიზაცია დღეს 270-მდე წევრმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები