ნაზარბაევმა საკუთარი ქალიშვილი სენატორად დანიშნა

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის წევრად საკუთარი ქალიშვილი – დარიგა დანიშნა. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.
დარიგა ნაზარბაევა ერთი წლის განმავლობაში ყაზახეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა. 8 სექტემბერს ნაზარბაევმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარიმ მაქსიმოვი თანამდებობიდან გადააყენა და ის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები