იოჰანეს ჰანი: საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს

„მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს არც ევროპარლამენტში და არც ევროკავშირის საბჭოში, ამ საკითხზე ყველა თანხმდება“,- განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან სტრასბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ.
ევროკომისრის თქმით, საქართველოსთან მიმართებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. ამჟამად ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოში მიმდინარეობს ინსტიტუციური განხილვები ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც ყველა იმ ქვეყანას შეეხება, ვისაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, ეს ყველაფერი კი თავის მხრივ, მიბმულია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე.
„ეს არის ის, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით, მიბმულია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. მოსაგვარებელია მხოლოდ ეს ინსტიტუციური საკითხი თავად ევროკავშირში და პირადად მე, ყველაფერს ვაკეთებ, რომ იგი მოგვარდეს ყველას ინტერესის, განსაკუთრებით კი საქართველოს ინტერესის გათვალისწინებით, რადგან საქართველო, მისი მოქალაქეები იმსახურებენ უვიზო მიმოსვლას, მათ ამისათვის შეასრულეს ყველა საჭირო მოთხოვნა და ეს დაფიქსირებული იქნა ევროკომისიის შესაბამის ანგარიშში“,- განაცხადა ჰანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები