უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო დღე-ღამეში სამი სამხედრო დაიღუპა

სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანტიტერორისტული ოპერაციის საკითხებში, ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ორი ჯარისკაცი ლუგანსკის სიახლოვეს საბრძოლო შეტაკების დროს დაიღუპა, ხოლო ორი სამხედრო მოსამსახურე დასახლება ჩერმალიკას მახლობლად, საარტილერიო დაბომბვის დროს. მისივე ინფორმაციით, 15 სამხედრო დაიჭრა, ხოლო ერთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
მოტუზიანიკის თქმით, პრორუსმა სეპარატისტებმა ერთ დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს ცეცხლი 35-ჯერ გაუხსნეს. თავის მხრივ, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების წარმომადგენლები ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები