ირაკლი კობახიძე: 8 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური სივრციდან გაისტუმრებს

„ 8 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური სივრციდან გაისტუმრებს“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს და პროვოკაციების მოწყობისთვის ემზადება.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ამ პროვოკაციების შესახებ ინფორმაციას ფლობს და ხელისუფლება მათი მოწყობის არავითარ საშუალებას არავის მისცემს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მარგინალური ძალა, რომელსაც დესტაბილიზაციის არავითარი რესურსი არ გააჩნია.
„ რეალურად ყველამ კარგად იცის რა ხდება ქვეყანაში, როგორი განწყობა აქვს ელექტორატს , ჩვენ არაერთგზის განგვიცხადებია, რომ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და ვიცით რა ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ კულუარებში. ისინი ერთმანეთს ღიად ესაუბრებიან, რომ განწირულები არიან დამარცხებისთვის, ძალიან მძიმე დამარცხებისთვის და ერთადერთი გზა, რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციების მოწყობა და ამ პროვოკაციებით შენიღბვა იმ მარცხისა, რომელსაც ისინი აუცილებლად ამ არჩევნებში განიცდიან. საქართველოს მოსახლეობა 8 ოქტომბერს „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური სივრციდან გაისტუმრებს. „ ნაციონალური მოძრაობა“ 8 ოქტომბრის შემდეგ აღარ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, ამის პირობას ვაძლევ ამომრჩეველს. ჩვენ მაქსიმალურად ვფლობთ სიტუაციას და ნამდვილად არ მივცემთ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის საშუალებას, რომ პროვოკაციები მოაწყოს. ეს არის ერთი მარგინალური და უსუსური ძალა, რომელსაც არავითარი დესტაბილიზაციის რესურსი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები