თეა წულუკიანი: ქვეყანაში დესტაბილიზაციას არავინ დაუშვებს

„როდესაც ინფორმაცია გარეთ გამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არის მრავალ მტკიცებულებაზე დაფუძნებული“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს შს მინისტრის დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად საფუძვლიანი ინფორმაციებისა, ეს არჩევნები სამაგალითოდ მშვიდობიან გარემოში ჩატარდება.
მისივე თქმით, ქვეყანაში დესტაბილიზაციას არავინ დაუშვებს.
„ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან არ ყოფილა არეულობა. დესტაბილიზაციას ქვეყანაში არავინ დაუშვებს. როგორც შს მინისტრმა განაცხადა, მიუხედავად საფუძვლიანი ინფორმაციებისა, ეს არჩევნები ჩატარდება სამაგალითოდ მშვიდობიან გარემოში. გარემო უკვე არის უპრეცედენტოდ მშვიდობიანი, ხოლო იქ, სადაც არის პრობლემები, ჩვენ მას ვიხილავთ უწყებათაშორის კომისიაში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გარკვეული ინფორმაციების საფუძველზე განაცხადა, რომ რიგი პარტიები არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომაც გარკვეულ პროვოკაციებს აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები