გიორგი კახიანი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა საარჩევნო პროცესში არეულობა შეიტანოს

„ისეთი პოლიტიკური ჯგუფისგან, როგორიც “ნაციონალური მოძრაობაა“ , არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც იმას, ჰქონდეს მცდელობა, რომ გარკვეული პროვოკაციები მოაწყოს და საარჩევნო პროცესში გარკვეული არეულობა შეიტანოს“ , -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კახიანმა აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გაბანკროტებულია.
„ზოგადად, ისეთი პოლიტიკური ჯგუფისგან, როგორიც “ნაციონალური მოძრაობაა“ არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც იმას, ჰქონდეს მცდელობა, რომ გარკვეული პროვოკაციები მოაწყოს და საარჩევნო პროცესში გარკვეული არეულობა შეიტანოს, რადგან შედეგის მიღწევის ერთადერთ შანსს ისინი ამაში ხედავენ. სხვა მხრივ, სტაბილურ, თავისუფალ გარემოში “ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გაბანკროტებულია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რადგან მას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე მე, როგორც პარლამენტის წევრს შეიძლება მქონდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახიანმა.
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გარკვეული ინფორმაციების საფუძველზე განაცხადა, რომ რიგი პარტიები არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომაც გარკვეულ პროვოკაციებს აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები