რუსეთმა მარილზე ემბარგო გამოაცხადა

რუსეთის მთავრობამ მარილზე ემბარგო გამოაცხადა. ის შეტანილია პროდუქტების სიაში, რომლის შეტანა რუსეთში იკრძალება. აკრძალვა იმ ქვეყნებს ეხებათ, რომლებიც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ.
მარილის შეტანაზე ემბარგო 1 ნოემბრიდან შევა ძალაში.
რუსეთი მარილის მოპოვებით მსოფლიოში მე-14 ადგილზეა. ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს რუსეთში 1,7 მილიონი ტონა მარილი იყო იმპორტირებული, ხოლო ექსპორტზე მხოლოდ 55 ათასი ტონა გავიდა.
რუსეთში მარილის ძირითადი მიმწოდებლები არიან უკრაინა, ბელორუსია, ყაზახეთი, თურქეთი, ჰოლანდია, დანია და შვეიცარია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები