ეკა ქევანიშვილის „ევაკუაციის გეგმის“ წარდგინება გაიმართება

 14 სექტემბერს, 20:00 საათზე, ეკა ქევანიშვილის პოეტური კრებულის “ევაკუაციის გეგმის” წარდგინება გაიმართება. ღონისძიებას გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” მართავს თბილისში,  ქიქოძის 16-ში, კაფე “ეზოში”.
წარდგინების დროს წიგნზე 30- პროცენტიანი ფასდაკლება იმოქმედებს.
„ევაკუაციის გეგმა“ თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, პრემია „საბას“ ლაურეატის, ეკა ქევანიშვილის მორიგი კრებულია. მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ერთგვარი მანიფესტი, ლოზუნგების, ამბოხისა და ბრძოლისკენ მოწოდებების კრებული. ეს არ არის ლექსები სიყვარულსა და სიცოცხლეზე, ესაა ლექსები სიყვარულის აუცილებლობასა და სიცოცხლის უფლებაზე. კრებულს რამდენიმე პერსონაჟი ჰყავს, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები განსხვავებული წინაღობებითა და მათგან განთავისუფლების მეთოდებით, ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით თხრიან და დღითიდღე სულ უფრო აფართოებენ იმ გვირაბს, რომლის ბოლოს გამოჩენილი სინათლეც აძლევს მათ ასე აუცილებელ სიყვარულს, ღირსეული სიცოცხლის უფლებასა და სასოწარკვეთაზე გამარჯვებულ იმედს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები