ქართველი ხელოვანის პროექტი ლონდონის Saatchi Gallery-ში იქნება წარმოდგენილი

14-18 სექტემბერს, ლონდონის Saatchi Gallery-ში, START-ის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ქართველი ხელოვანის, ბესო უზნაძის სოლო პროექტი.
START თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაა, რომლის მიზანია, კოლექციონერებსა და კურატორებს წარუდგინოს ახალგაზრდა, დამოუკიდებელი ხელოვანები და გალერეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
START-ის ხელოვნების ბაზრობაზე ბესო უზნაძის ახალი ფოტოსერია გამოიფინება, სადაც ავტორი ყვავილების გამოსახულებებსა და ბუნებრივი სამყაროს ესთეტიკას იყენებს. მისი შთაგონების წყაროა ბუნება და ცოცხალი ორგანიზმები – მცენარეები და ყვავილები. ხელოვანი აქცენტს ესთეტიკურად მიმზიდველ დეტალებზე აკეთებს და მათ ინდივიდუალური ტექნიკის გამოყენებით, სკულპტურისა და ფერწერის ზღვარზე აერთიანებს.
პროექტის წარმდგენია გალერეა Project ArtBeat-ი, მხარდამჭერი კი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები