გაგა ჩიხლაძე: პროექტი Check in Georgia კარგი წამოწყებაა და მივესალმები

ჯგუფ „ფრანის” ვოკალისტი გაგა ჩიხლაძე პროექტ Check in Georgia-ს აფასებს. პროექტი კულტურის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა და  მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას აერთიანებს.
გაგა ჩიხლაძის თქმით, პროექტი Check in Georgia აერთიანებს ყველა კულტურულ სფეროს და აღნიშნავს, რომ საგრძნობლად იმატა კულტურული ღონისძიებების აქტივობებმა, რაც მისთვის მისასალმებელია.
„Check in Georgia კარგი წამოწყებაა და მივესალმები. უცხოელი შემსრულებლების, ხალხისთვის მიუწვდომელი მუსიკოსების ჩამოყვანით ხალხი ბედნიერი იყო. როდესაც რეალურად უყურებ, სცენაზე როგორ მუშაობენ უცხოელი ვარსკვლავები, ჩვენთვის, მუსიკოსებისთვისაც ძალიან კარგია. Check in Georgia-ს კიდევ ერთი დადებითი ის იყო, რომ ამ პროექტმა ყველა კულტურული სფერო მოიცვა  – თეატრი, პოეზიის საღამოები, მუსიკოსებიც დაკავებულები იყვნენ. ზოგადად, ის, რომ კულტურული ღონისძიებების აქტივობებმა იმატა, ძალიან კარგია.
ჩვენ სულ ორი ღონისძიება გვქონდა Check in Georgia-ს ფარგლებში, ერთი ქუთაისში და მეორე სიღნაღში. ორივე ღონისძიებაზე მეც და მსმენელიც კმაყოფილი დავრჩით”, – ამბობს გაგა ჩიხლაძე.

 

წყარო: „რეპორტიორი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები