ევროკავშირი ბრიტანეთთან თავისუფალი ბაზრის შესახებ შეთანხმებას იმიგრანტების საკითხის მოგვარების გარეშე არ გააფორმებს

დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ბაზრის შესახებ შეთანხმება იმიგრანტების საკითხის მოგვარების გარეშე არ გაფორმდება. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა „ბრექსიტის“ მოლაპარაკებებზე გაი ვერჰოფშტადტმა განაცხადა.
ევროკავშირის ერთიანი ბაზრის შესახებ შეთანხმება საქონლის, მომსახურების, ფულის და სამუშაო ძალის თავისუფალ მოძრაობას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, ვერჰოფშტადტმა დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკების მოკლე დროში დასრულებისკენ მოუწოდა. დიპლომატმა ეს იმით ახსნა,.რომ ევროპარლამენტის დღევანდელი შემადგენლობის უფლებამოსილება 2019 წელს იწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები