გერმანიაში სირიის სამი მოქალაქე დააკავეს

გერმანიის პოლიციამ სამი სირიელი დააკავა, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობაში არიან ეჭვმიტანილები . „ბი-ბი-სის“ ცნობით, ეს პირები ქვედა საქსონიაში ჩატარებული რეიდის დროს დააკავეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ 17, 18 და 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცები გერმანიაში 2015 წელს გააგზავნეს
„გარკვეული მისიის შესასრულებლად“.
„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ კონკრეტული ინსტრუქციის მიღების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს არ აქვთ, მაგრამ არის „სხვა სახის მტკიცებულებები“ – 2015 წელს გერმანიაში მილიონამდე მიგრანტი ჩავიდა. ქვეყანაში შიშობენ, რომ მათ შორის არიან რადიკალურ ისლამისტებთან დაკავშირებული პირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები