სამხრეთ კორეაში ქვეყნის ისტორიაში უძლიერესი მიწისძვრა მოხდა

სამხრეთ კორეაში ორი მიწისძვრა მოხდა. ერთ-ერთი ქვეყნის ისტორიაში უძლიერესი იყო. მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდამ 5,1 და 5,8 შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კენჩჟუსთან მდებარეობდა.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, 14 ადამიანი დაშავდა, შენობები სერიოზულად არ დაზიანებულა.
კორეის ჰიდრო და ატომური ენერგიის სამსახურმა ოთხი ბირთვული რეაქტორი გათიშა. ის ეპიცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა. კორეის ელექტროსადგურების ატომური რეაქტორები ისეა აშენებული, რომ 6,5 -7 მაგნიტუდის მიწისძვრებს გაუძლოს. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების მიზნით, ბიძგების მომენტში მათი გათიშვის გადაწყვეტილება მიიღეს.
სამხრეთ კორეის რეაქტორების 70 პროცენტი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთშია, ჩრდილოეთ კორეისგან მოშორებით, რომელთანაც სამხრეთ კორეა ფორმალურად საომარ მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები