პორტუგალიაში ცხოველების ევთანაზია აიკრძალა

პორტუგალიაში, ცხოველების თავშესაფარში, ევთანაზია აკრძალეს. ამის შესახებ გამოცემა „The Portugal News“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, პორტუგალიის პარლამენტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონს, რომელიც მიტოვებული და უსახლკარო ცხოველების განადგურებას კრძალავს. ეს გადაწყვეტილება პორტუგალიელმა დეპუტატებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ყოველწლიურად პორტუგალიაში 100 ათას ძაღლს და კატას კლავენ.
ახალი კანონის მიხედვით, თავშესაფრები ვალდებულნი იქნებიან, 15 დღის განმავლობაში ცხოველების სტერილიზაცია მოახდინონ, თუ მათ პატრონი არ გამოუჩნდა. ცხოველების ევთანაზია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაშვებული, თუ მათ მძიმე დაავადება ან რაიმე განუკურნებელი სენი აღმოაჩნდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები