ქართველი კინემატოგრაფისტების წარმატება ანაპის „კინოშოკის“ ფესტივალზე

3-10 სექტემბერს ანაპაში გამართული „კინოშოკის“ საერთაშორისო კინოფესტივალი ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
პრიზი საუკეთესო მუსიკისთვის გადაეცა ქართველ კომპოზიტორს, ნუკრი აბაშიძეს, ფილმისთვის “მოირა”.
ჟიურის სპეციალური პრიზებით კი 2 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი  – დავით ფირცხალავას “მამა” და დეა კულუმბეგაშვილის “ლეთა” დაჯილდოვდა.
საერთაშორისო კინოფესტივალი „კინოშოკი” ანაპაში 1992 წლიდან ტარდება და ამ პერიოდის განმავლობაში მან პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალის სახელის მოპოვება შეძლო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები