ბათუმში ელისო ბოლქვაძის სალონური საღამო გაიმართება
15 სექტემბერს, 17 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის Art-kafe-ში გაიმართება სალონური საღამო: „სტუმრად ვახტანგ ღლონტთან“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე.
„მე მთხოვეს თვეში ერთი საღამოს წაყვანა, ჩემი სურვილით სტუმრის არჩევა. ამჯერად შეხვედრაა ელისო ბოლქვაძესთან, დაუკრავს და გავისაუბრებთ, ბუნებრივია, მამაზეც ილაპარაკებს“, – განუცხადა „კვირას“ პოეტმა ვახტანგ ღლონტმა.