კახა კალაძე: ჩვენს ქვეყანას ყველანაირი შესაძლებლობები აქვს იმისთვის, რომ ტურისტული მიმართულება განვითარდეს

„წელს, ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა დაახლოებით 6 მილიონი ტურისტი, ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა “, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქუთაისში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც კალაძემ სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, ჩვენს ქვეყანას ყველანაირი შესაძლებლობები აქვს იმისთვის, რომ ტურისტული მიმართულება განვითარდეს.
მისივე თქმით, ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, თვისობრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, თვისობრივად განსხვავებული ტურისტული მიმართულების.
„ტურისტული მიმართულებით, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები. ბოლო წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა- ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა დაახლოებით 6 მილიონი ტურისტი, ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაა და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნია ჩვენს ქვეყანას, მთაში, ბარში, ზღვაზე, ყველანაირი შესაძლებლობები გვაქვს იმისთვის, რომ ტურისტული მიმართულება განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, შეიქმნას ინფრასტრუქტურა, დასრულდეს ცენტრალური მაგისტრალები – ეს ყველაფერი შესაძლებელია ამ ოთხი წლის განმავლობაში და ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, თვისობრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, თვისობრივად განსხვავებული ტურისტული მიმართულებები“,-აღნიშნა მან.
კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ყველაზე მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა.
“ ჩვენი მთავარი მონაპოვარი- ეს არის თავისუფლება. ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენს გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ღირსეული- თავისუფლება. და ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ვერავინ ვერ გაბედავს, ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან, არასდროს არ დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში ისეთი მთავრობები, ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც შეეხებიან ამ ჩვენს ძვირად მოპოვებულ თავისუფლებას. ვერავინ ვერ გაბედავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დაიჩაგრონ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენოს განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს და არასდროს არ დავაბრუნებთ იმას, რომ ქვებით, ხელკეტებით დასდევდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, იყოს პოლიციური რეპრესიები და ა. შ და ა.შ. ეს ყველაფერი არის წარსული. ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დამსახურება, ჩვენს გუნდთან ერთად. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს- ბევრი დრო არ გასულა- თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, როგორი დამოკიდებულება იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ. ეს თითოეულმა თქვენგანმა, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენს თავზე, საკუთარ ოჯახებზე გამოვიარეთ. ჩვენ ნამდვილად არ დაუშვებთ იმას, რომ ასეთი დრო დაბრუნდეს ქვეყანაში”,- განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები