ფლორიდის შტატის მეჩეთში ხანძარი გაჩნდა

ფლორიდის შტატის მეჩეთში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ მეჩეთს ცეცხლი განზრახ მოუკიდეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, ხანძრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მეჩეთს მამაკაცი მიუახლოვდა. ეს ფაქტი უსაფრთხოების ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ცეცხლი მეჩეთს ღამის საათებში გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები