ზიმბაბვეს პრეზიდენტი საკუთარი ძეგლის გახსნის ცერემონიას დაესწრო

ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე საკუთარი ძეგლის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება.
4-მეტრიანი ქანდაკება ადგილობრივმა მოქანდაკემ, დომინიკ ბეხურამ შექმნა. მასზე 92 წლის პრეზიდენტი ულვაშებით და სათვალეებით არის გამოსახული.
ქანდაკებამ სოციალურ ქსელებში კრიტიკა გამოიწვია. ზოგიერთი მომხმარებელი მას სუპერმენზე შექმნილ კომიქსებს ადარებს, ზოგი კი ამას პრეზიდენტის შეურაცხყოფას უწოდებს.
მოქანდაკემ განაცხადა, რომ ის ძალიან ეცადა, მაგრამ ქანდაკება „ისეთი არ გამოვიდა, როგორიც სურდა“.
თავად მუგაბემ ნამუშევარი შეაქო და მას „შესანიშნავი ხელოვნება“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები