ბიძინა ივანიშვილი: არსად გაგვექცეს, დავუდარაჯდეთ კვირიკაშვილს

”პოლიტიკაში ჩემი მოსვლის დროს გუნდმა დავაფუძნეთ ევროპული სტანდარტები, ეს არის გამჭვირვალე, ხალხის მომსახურე, არაკორუფციული გუნდი და ეს პრინციპები დაიცვეს. დღევანდელი ”ქართული ოცნება” ხარისხობრივად უკეთესია, ვიდრე ჩემს დროს იყო“, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში ადგილობრივ მედიასთან გამართული შეხვედრის დროს ისაუბრა.
ყოფილი პრემიერი მმართველი გუნდის მიერ ჩატარებულ რეფორმებთან ერთად მოქმედი პრემიერის პიროვნულ ღირსებებსაც შეეხო.
“ეს კაცი (გიორგი კვირიკაშვილი) გარწმუნებთ, რომ არ იბრძვის არაფრისთვის, არ იბრძოდა არასდროს, ერთადერთი ნაკლი რაც აქვს, ის არის, რომ შეიძლება პატარა გადაცდომის გამოც უარი თქვას სავარძელზე.
ასეთი დამოკიდებულება აქვს, იმდენად წესიერი კაცია, რომ შეცდომა რომ იყოს მთავრობაში, რაღაც რომ მოხდეს, შეიძლება წავიდეს. არსად გაგვექცეს, დავუდარაჯდეთ კვირიკაშვილს”, – განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილისნაირი მმართველი ნებისმიერი ქვეყნისთვის სანატრელი იქნებოდა.
ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილი მოკლე დროში გახდა კარგი დიპლომატი, რასაც ისიც მოწმობს, რომ „ამერიკიდან და ევროპიდან აღფრთოვანებული შეფასებები მოდიოდა“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილზე საუბრისას ქუთაისში.
ივანიშვილი კვირიკაშვილის დამსახურებად თვლის, რომ ქვეყანაში მოგების გადასახადი უქმდება. მოქმედ პრემიერს ყოფილმა კარგი დიპლომატი უწოდა და ის სახელმწიფო მოღვაწის სტატუსით მოიხსენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები