ჰყავს თუ არა ჰილარი კლინტონს ორეული? სოციალურ ქსელებში პრეზიდენტობის კანდიდატის მძიმე ავადმყოფობაზე ალაპარაკდნენ

მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი 11 სექტებერს ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსენების ღონისძიებაზე ცუდად გახდა, სოციალურ ქსელებში გაჩნდა ვერსია, რომ კლინტონს ორეული ჰყავს. ამის შესახებ გამოცემა “Metro” იუწყება.
როდესაც კლინტონი ცუდად გახდა და კინაღამ წაიქცა, ის სასტუმროში შეიყვანეს. თუმცა ჰილარი კლინტონი ორ საათში დაბრუნდა და განაცხადა, რომ მშვენივრად გრძნობს თავს.
ამის შემდეგ მომხმარებლებმა კლინტონის ფოტოები, სასტუმროში შესვლამდე და გამოსვლის შემდეგ, ერთმანეთს შეადარეს და დაწერეს, რომ ფოტოებზე აღბეჭდილი პიროვნებები „სხვადასხვა ადამიანები არიან“.
შეთქმულების თეორიის მომხრები ამბობენ, რომ კლინტონს და მის ორეულს სხვადასხვა ფორმის ცხვირები აქვთ. გარდა ამისა, სასტუმროდან გამოსული კლინტონი უფრო წელში გამართული ჩანს, ვიდრე ყოველთვის.
არსებობს ვერსია, რომ კლინტონს ორეული  დასჭირდა,  რადგან ის მძიმე  ავადმყოფია.
14328934_10206792343878802_367355541_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები