მიწისძვრით დაზარალებული იტალიის ქალაქის მერიამ „შარლი ებდოს“ სასამართლოში უჩივლა

იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ყველზე მეტად დაზარალბული ქალაქის, ამატრიჩეს მერიამ ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ სასამართლოში უჩივლა. რამდენიმე დღის წინ ჟურნალმა მიწისძვრაზე კარიკატურა გამოაქვეყნა. მასზე ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ნახატია გამოსახული, რომელსაც ჟურნალი ფენოვან კერძს ადარებს.
„ეს არის მიწისძვრის დროს დაღუპული ადამიანების უაზრო და უსირცხვილო შეურაცხყოფა. კრიტიკა, მათ შორის სატირა, საფრანგეთის და იტალიის მოსახლეობის უფლებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს კარიკატურები ქალაქ ამატრიჩეში მომხდარი მიწისძვრის დროს დაღუპულების ხსოვნის შეურაცხყოფაა“,- განაცხადა ამატრიჩეს მერის ადვოკატმა, მარიო ჩიკეტიმ.
ცნობისთვის, იტალიაში 24 აგვისტოს მომხდარი 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 295 ადამიანი დაიღუპა.
14302847_10206792222155759_651936611_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები