კომპანია Samsung-ის კაპიტალიზაცია ორ დღეში 22 მილიარდი დოლარით დაეცა
ამის მიზეზი Samsung Galaxy Note 7-ის გარშემო ატეხილი სკანდალი გახდა. კომპანიის აქციების გაუფასურება პარასკევს დაიწყო, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების მთავრობამ მოქალაქეებს ურჩია Samsung Galaxy Note არ შეიძინონ. Samsung-მა ახალი მოდელების გაყიდვა შეაჩერა და ადრე გაყიდული სმარტფოები უკან გამოიწვია. ამის მიზეზი დატენვის დროს აკუმულატორების აალების ფაქტები გახდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების მიზნით, თვითმფრინავებში Samsung-ის ყველა მოდელის გამოყენება შეიძლება აიკრძალოს.