ზვიად ძიძიგური: საქართველოში პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს პარლამენტი და არა ხალხი

„იმ ფუნქციის მქონე პრეზიდენტს, რა ფუნქციაც მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენს პრეზიდენტს აქვს, მას უნდა ირჩევდეს პარლამენტი“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. მისი განმარტებით, პირდაპირი არჩევა საჭიროა ისეთი საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში, როდესაც პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია.

”ამ წლების განმავლობაში არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ იმ ფუნქციის მქონე პრეზიდენტს, რა ფუნქციაც მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენს პრეზიდენტს აქვს, პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს პარლამენტი და არა ხალხი. პირდაპირი არჩევა საჭიროა ისეთი საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში, როდესაც პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია. როდესაც პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი არ არის და მას მაინც საყოველთაო არჩევნების გზით ირჩევ, ეს სწორი არ არის. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ასე არჩევა არ ხდება – ყველგან, სადაც პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მისი არჩევა წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ ხდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა.

ცნობისთვის, საქრთველოს ექპრემიერის, ბიძინა ივანიშვილს პოზიციაა,რომ საქართველოში პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით არ უნდა ხდებოდეს. ექსპრემიერი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით კონსტიტუციაში ცლილებებია განსახორციელებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები