ავსტრიაში საპრეზიდენტო არჩევნები უხარისხო წებოს გამო გადადეს

ავსტრიაში 2 ოქტომბრის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის მიზეზი უხარისხო წებო გახდა, რომლითაც ბიულეტენების კონვერტებია დაწებებული. ამის გამო კონვერტები შეიძლებოდა გახსნილიყო. როგორც პრესკონფერენციაზე ავსტრიის შს მინისტრმა, ვოლფგანგ სობოტკამ განაცხადა, ამჟამად არჩევნების რამდენიმე შესაძლო თარიღი განიხილება, საუბარია 27 ნოემბერზე ან 4 დეკემბერზე.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ავსტრიაში ადრეც გადაიდო. ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები მრავალრიცხოვანი დარღვევების გამო გააუქმა. მეორე ტურში ავსტრიის მემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ კანდიდატი ნორბერტ ჰოფერი და „მწვანეთა“ პარტიის ყოფილი წევრი ალექსანდრე ვან დერ ბელენი მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები