“რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავალაგოთ არა დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე”

“პარლამენტში შესასვლელად ნინო ბურჯანაძეს ძალიან დაბალი შანსები აქვს“, – აღნიშნულის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ივანიშვილმა საკითხის კომენტარებისას „ქართული ოცნების“ არჩევანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია საზოგადოებასთან ერთად ევროპას ირჩევს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებაც“ ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დალაგდეს და ამ მხრივ ბურჯანაძე გამორჩეული არ არის.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული არჩევანი, რაშიც არამარტო „ქართული ოცნება“, არამედ მთელი საზოგადოებაა შეთანხმებული. ჩვენი მიმართულება, კონკურენციის გარეშე, გახლავთ ევროპა, ევროკავშირი, ევროატლანტიკური სივრცე. უსაფრთხოების მხრივ, ნატოს საქართველოსთვის დღეს არა ჰყავს კონკურენტი.
ნინო ბურჯანაძეს არა მგონია, დიდი შანსები ჰქონდეს. რუსეთთან ურთიერთობის დალაგება რომ გვინდ,ა ჩვენც ვამბობთ ამას და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავალაგოთ არა დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე, რაც წყალგამყოფი შეიძლება გახდეს.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან მშვიდობიანად დავალაგოთ ურთიერთობები და ამაში ნინო ბურჯანაძე გამორჩეული არ არის. მისი შანსები, ჩემი აზრით, პარლამენტში მოსახვედრად დაბალია“,-განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები