გურამ ცერცვაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

 14 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში  გურამ ცერცვაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გურამ ცერცვაძის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. მხატვრის ნამუშევრებში იგრძნობა არტისტის ინტერესი განზოგადებული ფორმებისადმი, მისი რომანტიკულობა და მაძიებელი ბუნება. გურამ ცერცვაძის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მხატვარი მუდმივად ილტვის სიახლისკენ, თუმცა რჩება თავისი ინდივიდუალური შემოქმედებითი სტილის ერთგული.
გურამ ცერცვაძე საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარეა. მისი ხელშეწყობით მრავალი საგამოფენო პროექტი განხორციელდა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გურამ ცერცვაძის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფონდებში, გალერეებსა და კერძო კოლექციებში.
გამოფენა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები