კახა კალაძე: თუ ვირტუალური მოსამართლეები არსებობენ და მათზეა ზეწოლა, მაშინ გვითხრას ბატონმა პაპუაშვილმა

“თუ ვირტუალური მოსამართლეები არსებობენ და მათზეა ზეწოლა, მაშინ გვითხრას ბატონმა პაპუაშვილმა”, – ამის შესახებ პარტია ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, კახა კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კალაძე აცხადებს, ფაქტების გარეშე აბსურდულია რაიმეზე საუბარი.
“ფაქტები წარმოადგინონ, ფაქტების გარეშე, ვფიქრობ, აბსურდულია რაიმეზე საუბარი. არავითარი ზეწოლა, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები თვითონ მოსამართლეების მხრიდან, რომ არ არის არანაირი ზეწოლა. თუ რაღაც ვირტუალური მოსამართლეები არსებობენ და მათზეა ზეწოლა, მაშინ გამოვიდეს და გვითხრას ბატონმა პაპუაშვილმა,“- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები