„იდენტობას“ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ

  უფლებადამცველი ალექსი კობაიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას“ ეთნიკური, ეროვნული და რელიგიური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს. „თითქოს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია „იდენტობა” იბრძვის ადამიანის ისეთი უფლებების დასაცავად, რომლებიც საქართველოში არასდროს შებღალულა. როცა სამღვდელოება თავის მოსაზრებას გამოთქვამს და მასზე თავდასხმას აწყობ, – საპატრიარქოში მისვლით და სამღვდელო მოღვაწეებზე ხელაღებით, ეს არ არის უფლებების დაცვა, ეს შფოთის ატეხა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა”, – განაცხადა ალექსი კობაიძემ კოალიცია „ერთსულოვნების” ერთი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები