თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ნიგერიელი არტისტის Nneka-ს კონცერტი გაიმართება

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ნიგერიელი არტისტის, ნნეკას კონცერტი გაიმართება. როგორც “კვირას” კულტურის სამინისტროდან აცნობეს, კონცერტი დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ივენთ მენეჯმენტ კომპანია „Funday entertainment“-ის ორგანიზებით, გაიმართება ცნობილი ნიგერიელი არტისტის,  ნნეკას კონცერტი სახელწოდებით – “Walking to Tbilisi”.
ნნეკა ლუსია ეგბუნა – დაიბადა და გაიზარდა ნიგერიაში. 19 წლის ასაკში საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა და  სწავლა ჰამბურგის უნივერსიტეტში დაიწყო – სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს კარიერას, როგორც მომღერალი და სიმღერების ავტორი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე ნეკა რეგულარულად გამოდის ისეთ არტისტებთან ერთად, როგორიც არიან: Roots, Gnarls Barkley, Nas და Damian Marley. აღიარებულია 2009 წლის საუკეთესო აფრიკელ შემსრულებლად.
2010 წელს ჩაწერა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიძღვნილი სიმღერა “Viva Africa”. ჰიპ-ჰოპის ლეგენდა NAS მას უწოდებს “საოცარ” და “შეუდარებელ არტისტს”. Sunday Times-მა მას ახალგაზრდა ლორენ ჰილი შეარქვა და ნნეკას სადებიუტო ალბომი ლორენ ჰილის ალბომს – “The Miseduction of Lauryn Hill”-ს შეადარა.
მრავალ საერთაშორისო ნომინაციაში გამარჯვებული ნნეკა 2015 წლიდან უკვე ახალი ალბომით – “My Fairy Tales” წარდგა მსმენელის წინაშე. “My Fairy Tales” გამოირჩევა რეტრო გრუვის სტილით, ტრადიციული ავთენტური აფრო-გრუვის ელემენტებითა და რუთს რეგის რითმიკით. ნნეკა ძალიან პოპულარული არტისტია საქართველოში და მის ვიდეოებს ინტერნეტში საკმაოდ ბევრი ქართველის გამოხმაურება აქვს. გამორჩეულია სიმღერა “Walking”, რომლის ცოცხლად შესრულების ვიდეოს 5 მილიონამდე ნახვა აქვს. კომენტარების თითქმის 90% ქართველი მსმენელისაა. სიმბოლურია, რომ პროექტსაც სწორედ “Walking to Tbilisi” ჰქვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები