ისრაელში სირიის ტერიტორიიდან გაშვებული ჭურვი აფეთქდა

ისრაელის ტერიტორიაზე სირიიდან გაშვებული ჭურვი აფეთქდა. ეს ფაქტი გოლანის მაღლობების ტერიტორიაზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია ეს რაკეტა იყო, ნაღმმტყორცნის თუ ქვემეხის ჭურვი.
ისრაელის მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ებრაელი სამხედროები ვარაუდობენ, რომ ჭურვი ისრაელის ტერიტორიაზე შემთხვევით მოხვდა -ის სირიაში მიმდინარე ბრძოლების დროს ერთ-ერთმა დაპირისპირებულმა დაჯგუფებამ გამოუშვა. მიმდინარე კვირას სამი მსგავსი ინციდენტი მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები