დავით უსუფაშვილი: ეს შემადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოს ფეხზე დააყენებს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის ფაქტს ეხმაურება და სამივე მათგანს დადებითად ახასიათებს.
როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იგი ირინა იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და ზაზა რუხაძეს კარგად იცნობს და დარწმუნებულია, რომ თუ მათ პარლამენტი აირჩევს, ეს შემადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოს ფეხზე დააყენებს.
უსუფაშვილის ინფორმაციით, მან პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს კანდიდატად ზაზა რუხაძის კანდიდატურა შესთავაზა.
”საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატად მე საქართველოს პარლამენტს შევთავაზე ზაზა რუხაძის კანდიდატურა. პარლამენტი თუ მხარს დამიჭერს, ეს პარლამენტი თუ მომავალი, საკონსტიტუციო სასამართლო გამდიდრდება და გამაგრდება პრინციპული, პროფესიონალური თვისებებით გამორჩეული ხალხით. კარგია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა მოსამართლეები, რომლებიც საქმეს შეუდგებიან თვის ბოლოს. ორივე მათგანს მე ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი, მათი პროფესიული თვისებები და დარწმუნებული ვარ, რომ ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და ზაზა რუხაძე, თუ მას პარლამენტი აირჩევს- უზენაეს სასამართლოს ერთი მოსამართლე კიდევ ჰყავს დასანიშნი – ეს შემადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოს ფეხზე დააყენებს, იმიტომ, რომ დღეს მას სჭირდება დახმარება, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა. ისინი გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს ჩაანაცვლებენ, რომლებიც თავის დროზე პრეზიდენტის ქვოტით იყვნენ დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები