განათლების სისტემაში უმსხვილესი ინვესტორის ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ღონისძიებას – „ინვესტიცია განათლებაში“ დაესწრნენ.
როგორც „კვირას“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, კომპანიის მიერ მაღალმთიან აჭარაში დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
ამავე ღონისძიებაზე ის წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვეს, რომელთა სწავლასაც, განთლების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, „აჭარისწყალი ჯორჯია“ აფინანსებს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ „აჭარისწყალი ჯორჯიას ‘ აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი, საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და კომპანიის მიწისა და სოციალურ საკითხთა დირექტორი ზვიად დიასამიძე. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტს- შუახევიჰესის მშენებლობას ახორციელებს.
„აჭარისწყალი ჯორჯია“ ინდური კომპანია Tata Power-ის ნორვეგიული კომპანია Clean Energy–ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ შექმნილი ერთობლივი საწარმოა. ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 416 მილიონ ამერიკულ დოლარს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 730 საქართველოს მოქალაქე.
კომპანია, სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით, ხელს უწყობს აჭარის რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და პროექტის არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. კომპანიის პრიორიტეტია განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა მაღალმთიან აჭარაში. შუახევიჰესის მშენებლობის პარალელურად, კომპანია აჭარაში ახორციელებს 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს, რომელთა მიზანიც რეგიონის გრძელვადიანი განვითარებაა. პრიორიტეტული მიმართულება ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა. ყველა სოციალური პროექტი იგეგმება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის, მიზნობრივი პროგრამების, აჭარის განათლების სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ჩართულობით.
განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ სიტყვით გამოსვლის დროს სტუდენტებს მიმართა:
“მინდა გისურვოთ რომ შეუზღუდავად იოცნებოთ, დაგეგმეთ და გადაწყვიტეთ ისეთი რამ, რაც წარმოუდგენლად გეჩვენებათ, დაგეგმეთ, რომ თქვენ იყოთ ბატონი რონის, ჩემს და ბევრი აქ დამსწრე დამიანის ადგილზე ათ, თხუთმეტ და ოც წელიწადში. ყველაფერი შესძლებელია, თქვენს ხელშია აბსოლუტურად ყველაფერი. თუ არ გადაწყვეტთ, მაქსიმალურად რომ დაიხარჯოთ, მაშინ, რა თქმა უნდა, რთული იქნება ცხოვრება, მაგრამ თუ გაქვთ სურვილი, ეს შესაძლებლობა რაც „აჭარისწყალმა“ ამ შემთხვევაში და ჩვენმა ქვეყანამ მოგცათ, გამოიყენეთ იმისთვის, რომ ვარსკვლავები მოწყვიტოთ“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ .
ამავე ღოსძიებაზე სტუდენტებს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, რონი სოლბერგმაც მიმართა.
„ ,, შუახევიჰესის მშენებლობის პროექტის ფარგლებში განხორციელებული 70-ზე მეტი წარმატებული სოციალური პროექტი, რომლებიც მუდმივად იგეგმება სახელმწიფოსა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის შედეგად, ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ მთავრობისა და კერძო სექტორის პარტნიორობის შედეგად რამდენი სასარგებლო საქმე შეიძლება გაკეთდეს ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის”, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები